4:17 PM
კასილიასი “რეალის” დატოვებას არ აპირებს



იკერ კასილიასი "ბლანკოსის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის გამო შეშფოთებული არაა და "სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგებას არ აპირებს.

"ჩემი მომავალი "რეალს” უკავშირდება, რადგან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. კლუბში ცხრა წელიწადია, რაც ვასპარეზობ და მთელი ჩემი კარიერის აქ გატარება მსურს”, – აცხადებს იკერ კასილიასი.

გარდა ამისა, კასილიასს "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებითაც ჰკითხეს.

"ამის შესახებ თავად მას უნდა ჰკითხოთ. ამ სეზონში ტიტულების მოგება და "რეალის” გულშემატკივრების გაბედნიერება მინდა. ჩემპიონთა ლიგის ტიტული ხელში ვერ ჩავიგდეთ, სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი შანსიღა დაგვრჩა – კოპა დელ რეი”.

ნანახია: 324 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: