1:13 PM
კასილიასი - 2012 წლის საუკეთესო გოლკიპერი




საერთაშორისო საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS) გასული წლის საუკეთესო გოლკიპერის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

IFFHS-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც გასული წლის საუკეთესო გოლკიპერი გამოავლინა. ამ გამოკითხვაში ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და უკვე მეხუთედ, მათი რჩეული მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი იკერ კასილიასი გახდა, რომელმაც "მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის" წოდება მიიღო.

გამოკითხვაში იკერმა "ბებერი ქალბატონის" გოლკიპერს ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა 96 ხმით, მან 224 ხმა მოაგროვა. შემდეგი ადგილები პეტერ ჩეხმა, მანუელ ნოიერმა, ჯო ჰარტმა და ვიქტორ ვალდესმა დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ 2012 წელს კასილიასმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მადრიდის "რეალთან" ერთად ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასი მოიგო.
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: