9:52 PM
კასილიამ შესაძლოა "ბარსელონაში" ვალდესი შეცვალოს



"ესპანიოლის" გოლკიპერი კიკო კასილია - ვიქტორ ვალდესის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, რომელიც ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ Mundo Depotivo-ს ინფორმაციით, მიმდიანარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიელების გამოცდილი კარის დარაჯი კლუბის შეცვლას აპირებს. მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად კი თანაქალაქელი "ესპანიოლის" კიპერი - 26-წლის კიკო კასილია მოიაზრება.

"ბარსას" ხელმძღვანელობის აზრით კასილია - ვალდესის იდეალური შემცვლელია, როგორც სათამაშო მოსაზრებით, ასევე ადამიანური თვისებებითაც.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: