8:50 PM კასილასი:”ცრემლებისა და ბნელი ღამეების შემდეგ, კვლავ ბედნიერი ვარ” | |
![]() კასილასმა მის მიერ ჩატარებულ, საშინელ სეზონზე ისაუბრა, სადაც მან ხუთი თვე გამოტოვა და აღნიშნა, რომ ამდენი უარყოფითის შემდეგ, კვლავ ბედნიერია. "არ ვიცი როგორ გადავიტანე ის პერიოდი. ვცდილობდი მეფიქრა არა ჩემს მდგომარეობაზე, არამედ ჩემს გუნდზე, იმაზე თუ რა იქნებოდა "რეალისთვის” უკეთესი. იმ ეტაპზე საშინლად დავიტანჯე. ღამით თითქმის არ მეძინა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები დამეხმარნენ. ამ ყველაფერმა მე თავდაჯერებულობა შემმატა, რადგან როდესაც ვინმე ნდობას გიცხადებს და შენი წარმატებული ასპარეზობის სწამს, შენ სულიერად ძალიან იზრდები”- განაცხადა იკერმა. "რეალის” ყოფილ მწვრთნელთან ასეთი დაძაბული ურთიერთობის და ჩავარდნილი სეზონის მიუხედავად, კასილასმა განაცხადა, რომ იგი კარიერის დასრულებას ბერნაბეუზე აპირებს:”მინდა ჩემი კარიერის ბოლომდე "რეალის” ღირსება დავიცვა. სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა, რომ მე დღეს ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრი ვარ. "ბლანკოსი” ჩემი პრიორიტეტია. მაგრამ, არ გამოვრიცხავ იმ შემთხვევას, რომ ერთ დღეს ჩემთან მწვრთენლი მოვიდეს და მითხრას, რომ გუნდში აღარ ვჭირდები. მე, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და დავიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩემი მომავალი შემდეგში”. წყარო:AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |