7:04 PM
კარლოს ბიანჩი:"მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"



არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ბიანჩიმ განაცხადა,რომ კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"ლიონელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.ხალხი მეუბნება,რომ ის არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი,მაგრამ მესი სამ დღეში სრულ მატჩს უმაღლეს დონეზე თამაშობს და როცა გოლებს ვერ იტანს,მასზე იწყებენ საუბარს,რაც ნიშნავს იმას,რომ მისგან ბევრ მოითხოვენ."-დასძინა არგენტინელმა.

"ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ,რადგანაც მისნაირი ფეხბურთელი შესაძლოა არც დაიბადოს.ყველამ უნდა ვუყუროთ მის მიერ ჩატარებულ ყველა მატჩს და ვნახოთ,თუ რას და როგორ აკეთებს მოედანზე.თუ ეს ბევრმა გააკეთა,დამიჯერეთ,ყველა აღფრთოვანებული დარჩება."-დაასრულა ბიანჩიმ.
 
ნანახია: 302 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კარლოს ბიანჩი:მესი ყველა დროის საუკ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: