8:13 PM კარდოზო “ბენფიკაში” რჩება | |
![]() პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობამ, უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარაგვაელი თავდამსხმელი ოსკარ კარდოზო, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სამუშაო ადგილს შეიცვლის. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოსკარი მომდევნო სეზონშიც კვლავ "ბენფიკას” მოთამაშე იქნება. მისი ტრანსფერის თაობაზე სხვა კლუბთან მოლაპარაკებები, ამჟამად არ არსებობს”,-ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე კი არსებობდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კარდოზოს შეძენით თურქული კლუბი, კერძოდ კი "ფენერბახჩეა” დაინტერესებული. პარაგვაელი თავდამსხმელის შესაძლო წასვლა, შემდეგ ფაქტს უკავშირდებოდა: პორუტგალიის თასის ფინალში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა, კარდოზო სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად დასვა. ამით უკმაყოფილო ფეხბურთელს, ჟეზუსთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა. წყარო: SL Benfica | |
|
სულ კომენტარები: 0 | |