6:20 PM კარანკა: “რეალი” – რონალდუსთვის იდეალური კლუბია” | |
![]() ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ მადრიდის "რეალში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა. "მალაგას” (6:2) წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ შეხვედრაში პორტუგალიელმა "რეალის” მაისურით თავისი მე-200 გოლი შეაგდო, თუმცა რონალდუს მომავალთან დაკავშირებით ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ იგი ვითომდა მომავალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს. მის სახელს "პსჟ”-სა და "ემიუს” უკავშირებენ. "მოურინიომ რონალდუს მომავალთან დაკავშირებულ დასმულ შეკითხვას უკვე გასცა პასუხი. "რეალი” – კრიშტიანუსთვის იდეალური კლუბია, "რეალისთვის” კი იდეალურია ისეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა, როგორიც იგია. დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუ აქ პროგრესირებას მომავალშიც გააგრძელებს”, – აღნიშნა კარანკამ. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 32 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |