7:58 PM
კაპელო “პსჟ”-ს უახლოვდება



დიდი ავტორიტეტის მქონე იტალიელი სპეციალისტი უკვე უახლოეს დღეებში შესაძლოა პარიზელების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს პრესა "პსჟ”-ს სამწვრთნელო პოსტს ანდრე ვილაშ-ბოაშის სახელს აქტიურად უკავშირებს, ახლა შესაძლოა ახალგაზრდა პორტუგალიელი გამოცდილმა ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლოს.

ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe, ასევე იტალიური რესურსი Sky Sport Italia, ერთხმად იტყობინებიან, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი უკვე ხუთშაბათს შესაძლოა კარლო ანჩელოტის შემცვლელად დასახელდეს. ასე რომ, თავად კარლიტოს თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება მიეცემა და, დიდი ალბათობით, იგი მადრიდის "რეალს” აირჩევს.

ერთ-ერთ მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა ვილაშ-ბოაშს შეეშვა და ყურადღება კაპელოზე გაამახვილა, ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა პორტუგალიელის თანხაზე შედარებით უფრო ნაკლებს შეადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ, "ტოტენჰემის” თავკაცის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გამოყოფაა საჭირო, კაპელოს გამოსასყიდი თანხა სულ რაღაც სამ მილიონს შეადგენს.

წყარო: Lequipe,Sky Sport Italia

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: