2:20 PM
კანი: “გერმანული ფეხბურთის ეპოქა უკვე დაიწყო”



გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ გოლკიპერს მიაჩნია, რომ მწარე მარცხის გარეშე, დიდი გამარჯვებები არ მოდის.

"როცა "ბაიერნის” ღირსებას ვიცავდი, "მანჩესტერ იუნაიტედთან” ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. 1999 წელს ფინალის დამატებით დროში დავმარცხდით”, – იხსენებს ოლივერი.

"შემდეგ, 2001 წელს წარმატებას მივაღწიეთ, როცა თასი ავიღეთ. ფეხბურთი მუდამ გასწავლის რამეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ახალგაზრდა მოთამაშე ხარ. სწავლების პროცესი ჯერაც არაა დასრულებული. წელს ჩემპიონთა ლიგის თავს გერმანული კლუბი დაეუფლება. ეს გერმანელ ფეხბურთელებს საჭირო თავდაჯერებულობას შემატებს და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე აუცილებლად აისახება. მიმაჩნია, რომ გერმანული ფეხბურთის ეპოქა უკვე დაიწყო”.

"უეფას” ოფიციალური საიტი

ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: