10:13 AM
კანავარო: “ძალიან სასიამოვნოა ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში, როგორიც კახია”



დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიო დონის საფეხბურთო ვარსკვლავების სიმრავლე იყო. ფეხბურთელები კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ისინი კახის ფეხბურთიდან გააცილებენ. სპორტსმენებს ქართველმა გულშემატკივარმა თბილი დახვედრა მოუწყვეს და სასტუმრომდე მიაცილეს.

სტუმრებს აეროპორტში მასპინძელი კახი კალაძეც დახვდა და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, ჩემი მეგობრები ჩემს სამშობლოში ჩამოვიდნენ და საქართველოს ნახავენ. ვფიქრობ, მოთამაშეები და მაყურებლები კმაყოფილები დარჩებიან დღევანდელი თამაშით”, -განაცხადა კახიმ.

"დღევანდელი თამაში საინტერესო და განსაკუთრებული უნდა იყოს გულშემატკივრისთვის. ძალიან სასიამოვნოა ისეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით ითამაში, როგორიც კახია”, –აღნიშნა კანავარომ.

მანანა სურმანიძე, Geosports.Ge

ნანახია: 333 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: