6:42 PM კალეხონი: “ნაპოლის” სკუდეტოს მოგება შეუძლია | |
![]() "ნაპოლის” ახალწვეულს, ხოსე მარია კალეხონს სჯერა, რომ გუნდს სერია ა-ს მწვერვალზე ადგილის დამკვიდრების ძალა შესწევს. "სკუდეტოს მოგება შეგვიძლია. წინ რთული და ხანგრძლივი სეზონია, მაგრამ გამარჯვების მოპოვების სწორი მენტალიტეტი გვაქვს შერჩეული”, – აცხადებს კალეხონი Corriere del Mezzogiorno-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, კალეხონი ნეაპოლში მადრიდის "რეალიდან” გადავიდა, სადაც იგი "ჩელსის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა. "ბენიტესი ჟოზე მოურინიოს ძალიან ჰგავს, თუმცა მუშაობის თავიანთი მეთოდების წყალობით ორივე მათგანი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებად ითვლებიან. მათ გუნდის აშენების მსგავსი იდეები აქვთ”. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |