10:21 AM
კალაძის მეგობრები-”მილანი” 1:3, კალა დიდი სპორტიდან გააცილეს



კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის მეორე ნახევრის განახლებამდე, შესვენებაზე ანსამბლი "ერისიონი” წარსდგა მაყურებლის წინაშე, შემდეგ კვლავ ფლეშმობი გაიმართა. მეორე ტაიმის განახლებიდან 2 წუთში "მილანმა” წონასწორობა პენალტით აღადგინა. 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პიპომ დაარტყა – 1:1.

71-ე წუთზე ანდრეი შევჩენკომ "მილანი” წინ გაიყვანა – 2:1. ხოლო ვერხოვოდმა ანგარიში სამამდე გაზარდა.

კალაძის მეგობრები-”მილანი” 1:3

მატჩის შემდეგ სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, ასევე "მილანის” ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ. კახიმ ყველა ქვეყნის გულშემატკივარს, სადაც უთამაშია, მწვრთნელებს, იტალიის "მილანის” ხელმძღვანელობას, ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მეგობრებმა კახის სიმღერა მიუძღვნეს, გამოსამშვიდობებელი მატჩი ფოიერვერკით დასრულდა.

კახი კალაძე "დინამო არენაზე” შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა, ფეხბურთელებმა და მეგობრებმა დიდი სპორტიდან გააცილეს.

წყარო: geosports.ge

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: