7:03 PM
კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ბარეზი, მასარო და კოუტუც ითამაშებენ




31 მაისს, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებით, დღეს, "დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩის მედიაოფიცერმა მამუკა კავარაცხელიამ ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკოფენერცია გამართა, სადაც დეტალურად ისაუბრა ასეთი დონის მატჩზე მედიის წარმომადგენლების სამუშაო პირობებისა და უფლებების შესახებ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მატჩის მონაწილეთა შემადგენლობას რამოდენიმე ახალი გვარი შეემატა. გადაწყვეტილია, რომ "მილანის” შემადგენლობაში ითამაშებენ ფრანკო ბარეზი და დანიელე მასარო. თბილისში ჩამოვა კატალუნიის "ბარსელონასა” და პორტუგალიის ნაკტრების ყოფილი მცველი ფერნანდო კოუტუ.

აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად საქართველოს 64 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა, რომელთ შორის იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები და სხვდასხვა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები, ასევე სხადასხავა რანგის საპატიო სტუმრები.

მატჩის გაშუქების სურვილი კი 419-მა ჟურნალისტმა გამოთქვა. მათ შორის 8 სააგენტოსა და 31 ვებ გვერდის 73-მა წარმომადგენელმა დარეგისტრირდა 22 ტელევიზიის 102 ჟურნალისტი და ოპერატორი, 11 რადიოს 25 წარმომადგენელი, 28 ბეჭდური მედიიდან 47 წარმომადგენელი, განაცხადი შეავსო 74-მა ფოტო კორესპონდენტმა. მატჩს 27 უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს 6 ტელევიზიიდან და 2 რადიოდან.

შეგახსნებთ, რომ 31 მაისს, "დინამო არენაზე” გასამართი შეხვედრა 20:30 წუთიდან დაიწყება.

წყარო: geosports.ge – მალხაზ გედევანიშვილი

ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: