10:58 PM
კახა კაჭარავა: ვიწყებთ ახალი გუნდის შენებას



საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ გუნდის წინა სასეზონო მზადების შესახებ, რადიო "კომერსანტის" (FM 95,5) პირდაპირ ეთერში ისაუბრა: "პირველ რიგში ახალ წელს გილოცავთ და მინდა ვისურვოთ, ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის და ერთიანობის მომტანი ყოფილიყოს. გუნდი რამდენიმე დღეა საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს. 28 იანვრამდე აქ ვიქნებით, ხოლო შემდეგ თურქეთში მივემგზავრებით.

ტრავმირებული ფეხბურთელები აფციაური და ღონღაძე დღეს შემოგვიერთდეიან. ელიავას მდგომარეობა ცოტა რთულია შეიძლება საოპერაციო გახდეს და 3-4 თვე გაუცდეს. ჯერ ირკვევა თუ რა სირთულის ტრავმაა. შარიქაძეს ფიზიოთერაპიის კურსი დარჩა გასავლელი და შეუდგება ვარჯიშს, ის ისევ ჩვენთან ითამაშებს. 

ლეგიონერებს რაც შეეხება, დღეს ორი ესპანელი უკვე ჩამოფრინდა თბილისში, ხვალ ველოდებით სერბეთიდან, 18-19 იანვარს კი ბრაზილიელები ჩამოვლენ და ორ დღეში დაიწყებენ გუნდთან ერთად ვარჯიშს. ყველა ფეხბურთელს დავაკვირდებით სინჯებზე და უკვე 29–ში, სანამ შეკრებაზე წავალთ, გვეყოლება ის ბირთვი, რომლითაც მთელი სეზონი ვაპირებთ თამაშს.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის მანძილზე გუნდი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. შესაბამისად ადვილი არ არის უცებ ამ ყველაფრის მოგვარება. ძირითად აქცენტს მაინც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ და ვიწყებთ ახალი გუნდის შენებას. ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამას დრო სჭირდება. მომავალი ექვსი თვე, ჩვენ კიდე დავაკვირდებით ჩვენს ახალგაზრდებს და ვნახავთ ვის შეუძლია ჩვენი დახმარება, არა მარტო კლუბში, არამედ შემდეგ სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებშიც" – განაცხადა კაჭარავამ.
ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: