9:22 PM
კაკა: “თავს ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვი დებიუტის წინ”



ბრაზილიელმა "მილანში” დაბრუნებაზე ისაუბრა.

"კმაყოფილი ვარ იმით, რაც ხდება. კარგად ვვარჯიშობ, და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვი დებიუტის წინ”, – აცხადებს კაკა. – "მილანის” მაისურით "ანკონასთან” სტუმრად გამართულ დაპირისპირებაში ჩემი დებიუტი კარგად მახსოვს”.

"მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავემგზავრო, მაგრამ, პირველ რიგში, წარმატების აქ მიღწევა მწყურია. ერთ-ერთი ჩემი მიზანი "მილანის” შემადგენლობაში მე-100 გოლის გატანაა. მხოლოდ ხუთი ბურთის შეგდება მჭირდება და ვიმედოვნებ, ეს უახლოეს დროში მოხდება”.

"გასახდელში ბალოსთან და ელ შაარავისთან ერთად ვხუმრობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ და ერთად თამაში შეგვიძლია. ამ გუნდში დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ”.

წყარო: Football Italia

ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: