9:42 PM
კაკა: "ფალკაო უდიდეს ტალანტს ფლობს"



მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ, გაგვიზიარა თავისი აზრი, მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი თავდამსმხელის, რადამელ ფალკაოს შესახებ.

"ფალკაო ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენს ოჯახებთან ვმეგობრობთ, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს მადრიდში. ის უდიდეს ტალანტს ფლობს," - ამბობს კაკა.

"მატჩი, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, იქნება რთული ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის. მათ ნაკრებში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა, მაგრამ მე მათ შორის სწორედ ფალკაოს გამოვარჩევდი," - განაცხადა რიკარდომ.

"როგორ ფორმაში ვარ? ვფიქრობ, რომ ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარე, მაგრამ პროგრესი უნდა განვაგრძო," - დაასრულა ბრაზილიელმა.
ნანახია: 288 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კაკა: ფალკაო უდიდეს ტალანტს ფლობს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: