9:45 PM კაბაიე “მონაკოში” გადასვლის წინააღმდეგი არაა | |
![]() "ნიუკასლის” ნახევარმცველმა აღიარა, რომ იგი შესაძლოა დმიტრი რიბოლოვლევის ამბიციური პროექტით დაინტერესდეს. ბოლო დროს, პრესა აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მონაკოს” ხელმძღვანელობა ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებას ეცდება. როგორც ჩანს, თავად მოთამაშე სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. "მონაკოს” ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ ააშენოს ძლიერი გუნდი,” "მონაკოში” გადასვლა? ამით შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი იყოს დაინტერესებული,”-განაცხადა იოან კაბაიემ. შეგახსენებთ, "მონაკომ” უკვე ოფიციალურად გაიფორმა რამდენიმე მოთამაშე. ესენი არიან: რადამელ ფალკაო გარსია, ჟოაო მოუტინიო, რიკარდო კარვალიო და ჯეიმს როდრიგესი. წყარო: The Sun | |
|
სულ კომენტარები: 0 | |