6:20 PM
"ჯვაროსნებში" მორიგი ცვლილებაა




საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებამდე სამი დღე დარჩა, თუმცა, გამოძახებულთა სიის გამოქვეყნებიდან დღემდე, შემადგენლობაში უკვე არაერთი ცვლილება მოხდა.

ეროვნულ გუნდს, ამჯერად, გორის „დილას" ნახევარმცველი - ზურაბ არზიანი გამოაკლდა. როგორც სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ განუცხადა, არზიანმა ტრავმა მიიღო. ნაკრების თავკაცის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უპირველეს გუნდში გამოძახებულია ზუგდიდის „ზუგდიდის" ახალგაზრდა თავდამსხმელი - ირაკლი ქობალია.

ირაკლი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და საკმაო დრო გაუცდა. მიმდინარე სეზონში კი, „ზუგდიდის" შემადგენლობაში ქობალიას ხუთი გოლი აქვს გატანილი. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ალექსანდრე ჩივაძემ, დიდი ხნის იძულებითიმ პაუზის შემდეგ, ქობალია 16 ოქტომბერს, დანიის ახალგაზრდულ გუნდთან მატჩისთვის გამოიძახა, სადაც ახალგაზრდა თავდამსხმელმა მატჩის ბოლო 20 წუთი ითამაშა. 14 ნოემბერს კი, შესაძლოა, ეგვიპტის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, ჩვენი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ირაკლი ქობალიას დებიუტიც ვიხილოთ. 

სფფ-ის პრესსამსახური
 


ნანახია: 291 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჯვაროსნებში მორიგი ცვლილებაა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: