საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი, ფინეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის, სრული დატვირთვით, გეგმისამებრ მიმდინარეობს.
დღეს საღამოს, ჰელსინკიში, „ჰიკის" სათადარიგო მოედანზე „ჯვაროსნებმა" მორიგი ვარჯიში გამართეს. ფინეთში ძალიან ცივა და ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე უწევთ გარჯა.
ინდივიდუალურად ივარჯიშა ნაკრების ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ. ფინური „ინტერ ტურკუს" ქართველ ლეგიონერს არაფერი აწუხებს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მან ორი დღის წინ ითამაშა თავისი გუნდის შემადგენლობაში, თემურ ქეცბაიამ მისი მსუბუქად დატვირთვა გადაწყვიტა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი, სწორედ, ირაკლი სირბილაძემ გააკეთა. ნაკრების თავდამსხმელი ფიქრობს, რომ ზეგინდელ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება, ვინაიდან ფინეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ.
„ფინელებმა ჩვენი თამაშები რომ ნახეს ბელარუსთან და ესპანეთთან, ძალიან შეგვაქეს - კარგი გუნდი გყოლიათო. ნამდვილად არ ელოდნენ, რომ ესპანელებს ასეთ მედგარ წინააღმდეგობას გავუწევდით.
ვფიქრობ, ჩვენ მათ აუცილებლად ვაჯობებთ მონდომებითა და ტექნიკური ფეხბურთით. ჩემი აზრით, ისეთ ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთელებთან გამკლავება, როგორებიც ჩვენ გვყავს, ფინელებს ძალიან უჭირთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ამ კომპონენტებში დავჩაგროთ. აქაურები ფიქრობენ, რომ ჩვენ, ფინელებსა და ბელარუსებს თანაბარი შანსები გვაქვს, რომ ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ.
რთული თამაში გველის. არავინ იფიქროს, რომ ფინეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდია. ისინი აქცენტს, ძირითადად, ლეგიონერებზე აკეთებენ. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. თუ ჩვენს შანსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, წარმატებასაც ჩვენ მივაღწევთ" - განაცხადა ქართველმა თავდამსხმელმა.
ხვალ, საქართველოს ნაკრები მატჩის წინა ოფიციალურ ვარჯიშს თბილისის დროით 19:30 წუთზე, ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გამართავს. მანამდე კი, „ჯვაროსანთა" თავკაცი - თემურ ქეცბაია მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
სფფ-ის პრესსამსახური