12 ოქტომბრის მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე, დათქმულ დროს გამართა.
ვარჯიშამდე, სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენცია, დაახლოებით, 15 წუთს გაგრძელდა.
„კარგია, რომ ფინეთში მატჩამდე 4 დღით ადრე ჩამოვედით და შეკრება აქ გავიარეთ. ჩვენი გუნდი კარგად მოემზადა; ბიჭებიც კარგ ფორმაში და კარგ განწყობაზე არიან. რაც მთავარია, უპირველესად, ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ.
ჩვენ ვნახეთ და გავარჩიეთ ფინეთის თამაში. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ეს პირველ თამაშშიც დაამტკიცეს, როცა საფრანგეთის ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. რადგან მათ წაგება აქვთ, აუცილებლად შეეცდებიან, რომ წარმატებას ჩვენთან მიაღწიონ. ვფიქრობ, უპირატესობა მაინც მათ მხარესაა, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ბიჭები ყველაფერს ჩადებენ, რომ თამაში მეტოქის სურვილის საპირისპიროდ დაასრულონ. ჩვენც არანაკლებ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და იმედია, ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას ჩვენ ვიზეიმებთ.
კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეკრებაზე გამოძახებული ძირითადი ბირთვი შეიკრიბა. იყო მცირეოდენი ცვლილებაც, მაგრამ რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყველა იმედით ელოდება ხვალინდელ თამაშს" - განაცხადა ქეცბაიამ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი გამოცემები „ჯვაროსანთა" თავკაცს საკმაოდ კარგად ახასიათებენ და „მკაცრ, მაგრამ სამართლიან მწვრთელს" უწოდებენ. ფინური პრესა წერს, რომ ეს მატჩი ორი ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდის დაძაბული შერკინება იქნება.
ვარჯიშის შემდეგ, რომელიც პრესისთვის მხოლოდ 15 წუთით იყო ღია, მცირე კომენტარი ლევან მჭედლიძემ გააკეთა:
„ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პლიუსი გუნდური დისციპლინაა და მგონია, რომ ხვალინდელ მატჩში ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 90 წუთის შემდეგ, 3 ქულა ჩვენი იყოს" - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა.
როგორც ცნობილია, ფინეთისა და საქართველოს მატჩზე დასწრებას საკმაოდ ბევრი ქართველი გულშემატკივარი აპირებს. ძალზე აქტიურობს ადგილობრივი ქართული სათვისტომო. ჩვენი ინფორმაციით, ჰელსინკიში მიემგზავრებიან სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველებიც. ასე რომ, ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩვენს ბიჭებს ქართული ქომაგობა ნამდვილად არ მოაკლდებათ.
მატჩზე დასასწრები 10 ათასამდე ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების ფასი კი, 15-დან 75 ევრომდეა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
სფფ-ის პრესსამსახური