7:03 PM
ჯუზეპე მორატა: "ლორენტეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა"



ტურინის "იუენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კლუბი ფერნანდო ლორენტეს გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ ლორენტე ატლეტიკ "ბილბაოს" დატოვებას ზაფხულში გეგმავს და სავარაუდოდ მისი ახალი კლუბი ტურინის "იუენტუსი" გახდება.

"ჩვენ ყველა იმ ფეხბურთელს რომელსაც კონტრაქტი ეწურება ამა წლის ზაფხულში, აქტიურად ვაკვირდებით. მათ შორის ბასკური გუნდის შემტევს ფერნანდო ლორენტესაც, რომელთანაც მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა." - განაცხადა ჯუზეპე მორატამ.

მორატამ ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ არტურო ვიდალით ინტერეს მადრიდის "რეალი" და მიუხენის "ბაიერნი" იჩენს.

"ვიდალით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება, თუმცა ჩვენ არც მიუხენელებისგან და არც მადრიდელებისაგან ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია." - განაცხდა მორატამ
ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: