10:10 AM
ჯოვინკო “იუვენტუსში” რჩება



ტურინის "იუვენტუსის” თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

"გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ სებასტიანი ამ ზაფხულს "იუვენტუსს” დატოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად ვამბობ, არც კი ვიცი ამ ჭორებმა საფუძველი საიდან აიღო”, – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ანდრეა დ’ამიკო.

"იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჯოვინკოს აფასებს. "ბებერი ქალბატონი” კი ნებისმიერ გადაწყვეტილებას გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად იღებს”.

"კონტეს აზრით, ჯოვინკო გუნდის წამყვანი ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ, სებასტიანი არანაირ გაცვლებში მონაწილეობას არ მიიღებს”.

მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ "იუვენტუსის” მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა და თავი 11 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: