მადრიდის „რეალს" ახლა მძიმე პერიოდი უდგას. „ბარსელონასთან" ჩამორჩენა ესპანეთის ჩემპიონატში 18 ქულას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის ტიტული დაკარგულია. ამ სტატიაში გესაუბრებით ჟოზე მოურინიოზე, რომელიც ჩემი აზრით, „სამეფო კლუბის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზია.
აშკარაა, რომ გუნდში დაძაბული მდგომარეობაა. პორტუგალიელ სპეციალისტს რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს, პირველ რიგში ეს ეხებათ ესპანელებს. რამდენიმე თვის წინ სერხიო რამოსმა თავისი მეგობრის, მესუთ ოზილის მოედნიდან გაყვანა გააპროტესტა, რასაც ჟოზემ სასჯელით უპასუხა - სერხიო რამდენიმე მატჩი მოედანზე არ გამოჩენილა, მეტიც, ის ერთი პერიოდი მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. სულ ცოტა ხნის წინ კი მოურინიომ თავისი გადაწყვეტილებით შოკში ჩააგდო „რეალის" ყველა გულშემატკივარი - იკერ კასილასი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მის შემცვლელად კი ანტონიო ადანი მოგვევლინა, რომელიც პორტუგალიელი თავკაცის თქმით იკერზე უკეთესია. შეიძლება ჟოზე მეკარეების კონკრეტულად იმჟამინდელ სათამაშო ფორმას გულისხმობდა (რატომ იყო ადანი უკეთეს ფორმაში ვიდრე კასილასი ალბათ მხოლოდ მან იცის), მაგრამ მაინც, გუნდის კაპიტნის და ლეგენდის სკამზე დასმა, თანაც ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, შეურაცხმყოფელია. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს „ბერნაბეუ" უარყოფითად შეხვდა და მოურინიოს მიმართ სტვენა არ დაიშურა.
ჟოზემ „სამეფო კლუბში" მოსვლის პირველივე დღიდან გამოაჩინა თავისი სიმკაცრე და „ძალაუფლებისკენ ლტოლვა". მან მოახერხა და გახდა გუნდის მმართველი. ჯერ „რეალი" დატოვეს ლეგენდებმა, რაულმა და გუტიმ, შემდეგ მოურინიომ ხორხე ვალდანოს მოშორებაც შესძლო, ახლა კი ის ფლორენტინო პერესს თოჯინასავით მართავს. თუმცა, ცხადია, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, შეუძლებელია ამ კლუბის ტრადიციების და ფილოსოფიის შელახვა ვინმემ აიტანოს.
ჟოზეს მოღვაწეობა „რეალში" დასასრულს უახლოვდება, „განსაკუთრებული" მადრიდს ზაფხულში დატოვებს. შეიძლება გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ფლორენტინო პერესის მოთმინებასაც საზღვარი აქვს და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გულშემატკივრებსაც აღარ სურთ მოურინიოს მომავალ სეზონში ხილვა, მარკას გამოკითხვამ ნათლად გვაჩვენა, რომ უმრავლესობას ახალი მწვრთნელის დანიშვნის მომხრეა.
ჩემი აზრით, პორტუგალიელის პიკი შარშანდელი სეზონი იყო, როდესაც გუნდს ტრიპლეტის შესრულება შეეძლო. „რეალმა" მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც „ბაიერნთან" დამარცხდა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ კი დაიწყო ჩავარდნა, რომელსაც დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მადრიდმა დათმო ესპანეთის ჩემპიონატი, რაც ნამდვილად სამწუხაროა. მოსისხლე მტერთან, კატალონიის „ბარსელონასთან", 18 ქულიანი ჩამორჩენა უბრალოდ სასირცხვილოა. ფეხბურთელების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც იმას დავიჯერებ, რომ რომელიმე დაბალი დონის მოთამაშეა, უბრალოდ ფეხბურთელების შეთამაშებაზე და სწორად განვითარებაზე პასუხისმგებელი მწვრთნელია. უკვე მესამე წელია მოურინიო „რეალს" წვრთნის და ვერ მოახერხა გუნდურობის ჩამოყალიბება, არ იგრძნობა შეთამაშება. საერთოდ, თამაშის სტილი არ შეესაბამება „რეალის" სტილს, ეს გუნდი არასდროს თამაშობდა დაცვით ფეხბურთს. „ბერნაბეუ" ყოველთვის სანახაობრივი, გახსნილი, შემტევი და ლამაზი ფეხბურთის მომსწრე იყო. ჟოზეს გუნდი კი შედეგზე ორიენტირებულია. ვფიქრობ, ის „რეალი", რომელიც გოლის გატანის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებს, წარმატებას ვერ მიაღწევს.
არსებობს აზრი, რომ „რეალს" ლა ლიგაში მოტივაცია აქვს დაკარგული და ამიტომ არ თამაშობს კარგად, რაც ჩემი აზრით უბრალოდ სისულელეა. ალბათ ვერც ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებენ მადრიდელები, ვინაიდან წარმოუდგენლად მიმაჩნია კონფლიქტების და უხარისხო თამაშის ფონზე ამ ტურნირის მოგება.
არიან მოურინიოს მხარდამჭერებიც, რომელთა აზრით, პორტუგალიელის წასვლით „რეალი" კლავ იმ საშინელ პერიოდში დაბრუნდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი სანატრელი იყო და „ლიონის" დონის გუნდები სისხლს უშრობდნენ (არ ვაკნინებ ფრანგებს). ამის ალბათობა მართლაც არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მაღალი დონის სპეციალისტი „სამეფო კლუბში" წარმატებით იმუშავებს, მთავარია ფლორენტინო პერესმა ძველი შეცდომები არ გაიმეოროს და ახალ თავკაცს დრო და თავისუფლება მისცეს. მაგას რომ თავი გავანებოთ, ამაზე უარესი მდგომარეობა რაღა უნდა იყოს? ეს მოსაზრება „შიშის ფაქტორით" არის განპირობებული. უბრალოდ გაიხსენეთ ძველი „რეალის" სიდიდე და თამაში.