7:49 PM
ჯერარდი-ფანტასტიკური ფეხბურთელი

სტივენ ჯერარდი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გულშემატკივართა გულებში ყოველთვის დარჩება. ყოველ შემთხვევაში, "ლივერპულის" ქომაგებს თავიანთი საყვარელი კაპიტანი ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

არადა, ჯერარდი შეიძლება საერთოდ არ გამხდარიყო ფეხბურთელი. ადრეულ ასაკში მას არა საფეხბურთო მოედანი, არამედ ქუჩა იზიდავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც მრგვალ ბურთზე შეაჩერა და "ლივერპულის" აკადემიაში მოხვდა.

რამდენიმე წლის შემდეგ იგი პირველივე გუნდში გადაიყვანეს და როგორც იტყვიან, კოჭებშივე ეტყობოდა, რა დონის ვარსკვლავიც დადგებოდა. "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასთან ერთად ჯერარდი პარალელურად ქუჩურ ცხოვრებასაც აგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბის ხელმძღვანელობასთან სერიოზული ლაპარაკის შემდეგ გარკვეული პერიოდი "ლივერპულის" ბაზაზე ცხოვრობდა და ასე შეეშვა მავნე ჩვევებს.

თანდათანობით გუნდის კაპიტნად დააწინაურეს. პარალელურად ინგლისის ნაკრებშიც იძახებდნენ და ალბიონელთა უპირველესი გუნდის ძირითადსაც გაუშინაურდა. მისი კარიერის საუკეთესო შეხვედრად მიჩნეულია 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მერსისაიდელები პირველი ტაიმის შემდეგ "მილანთან" 0:3 მარცხდებოდნენ, ასეთ თამაშებს და მით უმეტეს ფინალში ვერ ამოქაჩავ, მაგრამ ჯერარდმა შეხვენებაზე თანაგუნდელები გვარიანად შეაგულიანა და მეორე ტაიმში მოედანზე პირველი გავარდა. მისი უბადლო თავურის შემდეგ კი ინგლისელებმა გოლი გაიტანეს, რასაც შემდეგ იტალიელთა რბევა მოჰყვა და საბოლოოდ "ენფილდის" ბინადრებმა მეხუთედ მოიგეს ერვოპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.

მართალია, ჯერარდს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს, მაგრამ ჯერჯერობით კვლავაც საოცნებოდ რჩება ინგლისური პრემიერლიგის ოქრო. რაფა ბენიტესის თავკაცობით ჯერარდი და მისი თანაგუნდელები რამდენიმეჯერ იყვნენ ახლოს ჩემპიონობასტან, მაგრამ მაქსიმუმი მეორე ადგილი იყო. ახლა კი ენფილდელები ძალიან ცუდად ასპარეზობენ. "ლივერპულის" ტრადიციებთან შესადარებლად კი მათი თამაში საზიზღარია და ჯერჯერობით ჩემპიონობაზე ფიქრიც ზედმეტია.

ასევე საოცნებოდ რჩება ინგლისის ნაკრებითან ერთად რაიმე დიდი ტურნირის მოგება. თუმცა, უმჯობესია თავად ფეხბურთელს მოვუსმინოთ: "თავი ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მიმაჩნია. ძალიან კარგი ოჯახი მყავს, უმალაზესი მეუღლე, "ლივერპულის" კაპიტანი ვარ და ჩემი გულშემაკტივრები ძალიან მაფასებენ, თუმცა მაინც მაქვს ოცნებები, რომლებიც ჯერ არ ამსრულებია. როდესაც "ლივერპულში" მოვხვდი, მანდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ პერიოდის განმავლობაში თუ ერთხელაც ვერ შევძლებდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. იმედი მაქვს, ეს ოცნება აუხდენელი არ დამრჩება, ამასთანავე, ინგლისის ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდი ტურნირიც მინდა მოვიგო. რაც დრო გადის, ამის შანსი მცირდება, მაგრამ სანამ ნაკრებში ვთამაშობ, იმედი ყოველთვის მექნება".

მის კარიერაში ერთი ხიჯი მაინც არის. "ლივერპული"-"ნიუკასლის" თამაშისას ჯერარდი საკმაოდ უცენზუროდ მოექცა ინგლისური ფეხბურთის აღიარებულ ლეგენდას, ალენ შირერს. მას ჯერ ზურგში ხელი ჰკრა, შემდეგ კი არაერთი უცენზურო სიტყვა მიაძახა. მოგვიანებით, როგორც სტივენმა განაცხადა, ამ ეპიზოდს საკმაოდ დიდხანს ნანობდა და შირერს ბოდიშიც მოუხადა: "ეს თამაში ძალიან ცუდად მახსენდება. ემოციები ვერ მოვთოკე. ჩემგან განსხვავებით, ალენი ნამდვილად ღირსეულად იქცეოდა. მან თავი შეიკავა და საკადრისი პასუხი არ გამცა. მატჩის შემდეგვე მინდოდა მისი ნახვა და მობოდიშება, მაგრამ შემრცხვა. შემდეგ დავურეკე და ყველაფერი დეტალურად ავუხსენი. ალენმა მიპასუხა, რომ მას ეს ეპიზოდი საერთოდ აღარც ახსოვდა და არანაირ წყენას არ ჰქონია ადგლი. შირერი ნამდვილი კაცია. იგი ყოველთვის სამაგალითო იყო როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ და ეს ფაქტი ამას კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს".

როგორც იცით, ლივერპულს ორი გუნდი ჰყავს - ლეგენდარული "ლივერპული" და "გუდისონ პარკის" ბინადარი "ევერტონი". არანაირი მნიშნველობა არა აქვს, რომელ ადგილზე არიან ეს გუნდები. მერსისაიდული დერბი ყოველთვის გამორჩეულია. თუმცა, "ლივერპული" ტიტულებით "ევერტონს" აშკარად აღემატება და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ენფილდელთა კაპიტანი: "ვერც კი წარმომიდგენია, რა დრო დასჭირდება "ევერტონს" იმისთვის, რომ "ლივერპულის" დარი ტიტულები მოიპოვოს. ისე, ამისთვის არანაირი დრო არ ეყოფათ. მათ წარმატებას ვუსურვებ. მათი წარმატება კი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მართალია, ჩვენი დერბი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ აშკარაა, რომ "ლივერპულის" და "ევერტონი" სხვადასხვა წონითი კატეგორიების კლუბებია".

აქვე შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სტივენ ჯერარდ არაერთი შეთავაზება ჰქონდა. ამბობდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "მილანისა" და "ინტერის" ვარიანტებზე, ტუმცა საქმე მოლაპარაკებების დასკვნით ფაზამდე არასოდეს მისულა. ამის მიზეზი კი თავად სტივენ ჯერარდის მიერ "ლივერპულის" ერთგულება იყო. იგი ყოველთვის გამორიცხავდა საყვარელი გუნდის დატოვებას.
 
ნანახია: 333 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჯერარდი-ფანტასტიკური ფეხბურთელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: