7:22 PM
ჯერარდი: "გამიხარდება, თუ სნეიდერს "ლივერპულში" ვიხილავ"



"ლივერპულის" კაპიტანს მიაჩნია, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი მერსისაიდელებს გამოადგებათ.

"ეჭვი არ მეპარება, რომ სნეიდერი კარგად მოერგება ჩვენს გუნდს. მხოლოდ ერთი რამაა- იგი ჩემს პოზიციაზე თამაშობს", - ირონიანარევად განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

"სერიოზული თუ ვიქნები, გეტყვით, რომ ჰოლანდიელი ჩინებული შემსრულებელია. ის ყოველ დიდ ტურნირზე ამტკიცებს თავის შესაძლებლობას. ერთადერთი პრობლემა მისი ხელფასია".

"უესლი სნეიდერმა რომ თქვას, ფული ჩემთვის პირველ ადგილზე არ დგასო, ბრენდან როჯერსი წინააღმდეგი არ იქნება მისი გაფორმების. ასეთ შემთხვევაში, სნეიდერი "ლივერპულისთვის" კარგი შენაძენი იქნება".
 

ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: