საქართველოსა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა "მიხეილ მესხზე" დღეს შედგა. მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ Geosports.ge საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ესაუბრა.
სანდრო კობახიძე: "პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ალბათ ამანაც გადაწყვიტა მატჩის ბედი. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეგვიპტეს კარგი ნაკრები ჰყავს. გვინდოდა მოგება, მაგრამ... ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და ალბათ ამანაც გამოიწვია ეს შედეგი".
ირაკლი ქობალია: "ძალიან რთული შეხვედრა იყო. შეგვეძლო მოგება, პირველ ტაიმში უფრო აქტიურები ვიყავით, გოლის გატანაც შეგვეძლო. მაგრამ არაუშავს, შემდეგ თამაშში შევეცდებით შეცდომების გამოსწორებას. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს სხვა დროს კიდევ მომეცემა თამაშის შანსი და რაც შემეძლება ნაკრებისთვის ყველაფერს გავაკეთებ".
ირაკლი ძარია: "მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა ეგვიპტის ნაკრების სახით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვიბრძოლეთ ბოლომდე. მოგებაც შეგვეძლო, მომენტებსაც ვქმნიდით, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება".
ლადო დვალიშვილი: "კანონზომიერი თამაში იყო. ფრე ამ მატჩისთვის შესაფერი ანგარიშია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს ეგვიპტეს. მიუხედავად ამისა, მოგებაც შეგვეძლო. ბოლო მომენტებში მაქსიმალურად კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვითამაშე".
ჯაბა დვალი: "სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა შეგვეძლო მოგება. მინდა აღვნიშნო, რომ ეგვიპტეს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩავატარე, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველანაირად ვეცადე, რომ ბიჭებს დავხმარებოდი. ძალიან გამიხარდა, ძირითადში რომ დამაყენა მწვრთნელმა. კიდევ თუ მომეცემა ნაკრებში თამაშის სანსი, ყველაფერს გავაკეთებ ნაკრების დასახმარებლად".
გურამ კაშია: "კარგი ის იყო, რომ სტარტი კარგად ავიღეთ და პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ არ წაგვივიდა თამაშები და ქულები დავკარგეთ. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, მოგება შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთია და ასე ხდება. ალბათ ჩვენი თავის მიმართ უფრო მომთხოვნები უნდა ვიყოთ, მეტი უნდა გავაკეთოთ მოგებისთვის. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თანდათან უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას თუ ვის ვეთამაშებით, ეგვიპტე იქნება ეს თუ ფინეთი, ყველას უნდა ვეთამაშოთ და მოგება შევეცადოთ. ნაკრებში თაობათა ცვლაა და ალბათ ამასაც დრო უნდა. ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება გვაკლია".