9:13 PM
Известия: "ანჟი" ბექჰემს მოთამაშე-მწვრთნელად იწვევს



"ანჟი" მზადაა "ლოს-ანჯელეს გელექსის" ყოფილ ნახევარმცველსა და კაპიტანს დევიდ ბექჰემს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, იტყობინება Известия.

რუსული პრესის ინფორმაციით, მხაჭკალური კლუბი 37-წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს მოთამაშე-მწვრთნელად იწვევს. სწორედ ანალოგიურ პოსტს იკავებდა რობერტო კარლოსი, რომელიც ამჟამად კლუბის დირექტორად ითვლება.

თავად "ანჟის" ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას კომენტარს არ უკეთებს.

აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევიდ ბექჰემს საკუთარ გუნდში 12 კლუბი იწვევს.
 
ნანახია: 270 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: