იტალიის სერია ა-ში ტურინის იუვენტუსი 49 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებლად ტოვებდა მოედანს, მათი ეს შთამბეჭდავი სერია წაუგებელი მატჩებისა 2011 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ნაპოლისთან 22 მაისს მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა. მათი უკანასკნელი მარცხი კი ერთი კვირით ადრე 15 მაისს, პარმასთან მატჩში დაფიქსირდა, სადაც მატჩი მინიმალური ანგარიშით 1:0 დათმეს და აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ჯოვინკოს ანგარიშზეა, რომელიც იუვენტუსის საკუთრებას წარმოადგენდა და პარმაში იჯარის წესით იყო განათხოვრებული.
შარშან იტალიის ჩემპიონი ტურინელები როგორც გახდნენ არავისთვისაა უცნობი, გუნდმა 38 მატჩიდან ყველა წაუგებლად დაასრულა და ღირსეულად დაეუფლა "სკუდეტოს". მათი წაუგებელი მატჩების სერია იტალიის ჩემპიონატში წელსაც გრძელდებოდა და 10 ტურის განმავლობაში დაუმარცხებლის სტატუსსაც ამაყად ატარებდნენ, თუმცა 11-ე ტურში მათთმა მეტოქემ მილანის ინტერმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გამარჯვება მოეპოვებინა და ტურინელებს არ მისცეს საშუალება 50-ედ გამოსულიყვნენ დაუმარცხებელნი მოედნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ "იუვე" სწრაფადვე დაწინაურდა ვიდალის გოლის წყალობით და პირველი ტაიმიც მათთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა, "მილანელებმა" საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს მეორე ტაიმში და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს დღემდე დაუმარცხებლად მოასპარეზე გუნდს იტალიის ჩემპიონატში და პირველი მარცხიც აგემეს.
მიუხედავად გუშინდელი მარცხისა "ბებერი ქალბატონები" კვლავაც პირველ ადგილზე იმყოფებიან მიმდინარე გათამაშებაში და 1 ქულით უსწრებენ მილანის ინტერს, მესამე ადგილზე კი ნაპოლი გახლავთ 22 ქულით, თუმცა ისინი თავის შეხვედრას დღეს გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში ისევ ჩაებმევიან საჩემპიონო რბოლაში.
ალბათ ჩემპიონის ვინაობაც სწორედ ეს სამი გუნდი გაარკვევს ერთმანეთში, 11 ტურის შემდეგ მილანის ჩამოწერა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა მათი არასტაბილური თამაში და 14 ქულიანი სხვაობა ლიდერთან ამის თქმის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.