10:36 PM
“იუვენტუსს” ჯილარდინო ჯერ კიდევ სჭირდება



სავსებით შესაძლებელია, "ჯენოას” ფორვარდი ზამთარში ტურინში გადაბარგდეს.

"იუვეს” ხელმძღვანელობა 31-წლის ფეხბურთელის შეძენას ამ ზაფხულს ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. Tuttosport იუწყება, რომ უკვე ამ ზამთარს, ტურინელები გენუელებთან ამ ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ წამოიწყებენ.

არსებობს ალბათობა, რომ იტალიის ჩემპიონები "ჯენოას” თავიანთი ახალგაზრდა ტალანტებიდან ერთ-ერთზე უფლებების ნახევარს დაუთმობენ და ფულად კომპენსაციასაც გადაუხდიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, ჯილარდინომ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ბულგარეთს გოლი გაუტანა.

წყარო: Tuttosport

ნანახია: 241 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: