10:03 AM
“იუვენტუსი” კოენტრაოსთვის იბრძოლებს?



მომავალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი მცველისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოლებს.

როგორც A Bola იტყობინება, ტურინის "იუვენტუსის” ხელმძღვანელობა "სამეფო კლუბის” 25 წლის ფეხბურთელის თამაშით არის დაინტერესებული, რომელმაც ესპანეთის დედაქალაქში ფეხი ვერ მოიკიდა. შესაბამისად, იტალიის მოქმედი ჩემპიონები იანვარში მადრიდელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

შეგახსენებთ, "ბლანკოსის” ახალწვეული მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ფაბიო კოენტრაოს გაშვებას დათანხმდა. მისი შეძენით ასევე "მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის "ტოტენჰემის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი.

წყარო: A Bola

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: