12:40 PM
"იუვენტუსსა" და "ფიორენტინას" როსი სურთ



ორი იტალიური კლუბი იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის გაფორმებას გეგმავს.

"იუვენტუსი" უკვე დიდი ხანია, რაც თავდასხმის ხაზის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები "ბილბაოსთან" ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მზად არიან "ვილიარეალის" ფორვარდი ჯუზეპე როსი გადაიბირონ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და აღდგენით პროცესებს გადის. "იუვენტუსი" მზადაა იტალიელი ახალგაზრდა ფეხბურთელი არენდით აიყვანოს შემდეგი გამოსყიდვის უფლებით.

"ბებერი ქალბატონის" გარდა როსის გადაბირებით "ფიორენტინაცაა" დაინტერესებული. ფლორენციელები მზად არიან ფორვარდის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელიც საფეხბურთო მოედანზე დიდი ხანია, რაც არ გამოჩენილა.

როსი ახლა ყველა შემოთავაზებას განიხილავს, რადგან ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაში არ სურს. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მისი გადაბირება ევროპის წამყვან კლუბებს სურდათ. ყველაფერი მას შემდეგ გაფუჭდა, როდესაც მან მუხლი დაიზიანა და გასული წლის აპრილის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: