"ატალანტას" მცველი, იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებს შეუერთდა.
იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, ორი იტალიური კლუბი პრინციპულად შეთანხმდნენ ფედერიკო პელუზუს ტურინულ გრანდში იჯარით გადასვლაზე.
პელუზუ "იუვენტუსში" სეზონის დასრულებამდე ითამაშებს. ტურინელებმა მასში ერთი მილიონი ევრო გადაიხადეს. ვარაუდია, რომ თუ ანტონიო კონტეს მოეწონება ამ ფეხბურთელის თამაში, მაშინ ისინი ოთხ მილიონს გადაიხდიან, მცველის გამოსასყიდად.
შეგახსენებთ, რომ "ბებერ ქალბატონს" დაცვაში დიდი პრობლემა აქვს. ჯორჯო კიელინი, სამი თვე ვერ შეძლებს დაეხმაროს თავის გუნდს. რაც შეეხება ბრაზილიელ ლუსიოს, მის ხელშეკრულებას უკვე გასდის ვადა და ტრავმის მიღების გამო, ეს საკითხი დროებით გადაიდო.