4:50 PM
"იუვენტუსმა" ლისანდრო ლოპესის არენდით აყვანა ვერ შეძლო



"ლიონმა" თავდამსხმელი იტალიაში არ გაუშვა.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ კლუბმა 29-წლის თავდამსხმელი ლისანდრო ლოპესი "იუვენტუსში" არენდით არ გაუშვა.

"იუვენტუსის" შემოთავაზება ლოპესის არენდასთან დაკავშირებით უარით გავისტუმრეთ. ჩვენ ლისანდროს გასხვისებას მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით ვაპირებთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ კარგად გადაგვიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არსად არ წავა",-განაცხადა ოლამ.

არგენტინელი ფორვარდი "ლიონში" 2009-წელს "პორტოდან" გადავიდა და ამ დროის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში 102 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 255 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: