"ბებერმა ქალბატონმა" ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს "ვოლფსბურგი" სერიოზულ ინტერესს იჩენდა "იუვენტუსის" 29-წლის თავდამსხმელის ფაბიო კვალიარელას მიმართ და ტურინელებს იტალიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროც შესთავაზა.
ნახევარი წლის შემდეგ "ვოლფსბურგმა" ფაბიოს გადაბირება რამოდენიმე დღის წინ კიდევ სცადა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო - "იუვენტუსმა" თავდამსხმელის გაშვება არ ისურვა, რომელსაც მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსთან" კვალიარელას კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულამდე აკავშირებს.