3:09 PM
“იუვენტუსმა” იბრაჰიმოვიჩს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა



იტალიური პრესის ინფორმაციით, მალე შესაძლოა კიდევ ერთი გრანდიოზული ტრანსფერის მომსწრენი გავხდეთ. გუშინ გავრცელებული ჭორების თანახმად, "პსჟ”- ედისონ კავანის იყიდის, ხოლო დღეს უკვე იმაზეც საუბრობენ, პარიზელები ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეელევიანო.

იტალიური ავტორიტეტული გამოცემა Gazzetta dello Sport იუწყება, რომ "იუვენტუსმა” უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი შვედთან და ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძენს.

"ბებერი სინიორა” იბრას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, წლიური ანაზღაურება კი 7 მილიონ ევროს+ ბონუსები იქნება. აღსანიშნავია, რომ ამჯამად ზლატანი 12 მილიონ ევროს იღებს "პსჟ”-ში.

ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: