6:55 PM
“იუვენტუსი” ვიდალის შენარჩუნებას ეცდება



როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში "ბებერი ქალბატონი” ჩილელ ნახევარმცველს, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

მოსალოდნელია, რომ არტუროს ახალი ხელშეკრულება, ძალაში 2018 წლამდე იქნება. მისი ხელფასი გაიზრდება და ის წელიწადში 2.7 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეს ახალ კონტრაქტს, უახლოეს დღეებში შესთავაზებს.

შეგახსენებთ, ბიანკონერის გარემარბის თამაშით, მთელი რიგი ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ესენი არიან: "მანჩესტერ სიტი”, მიუნხენის "ბაიერნი”, "მანჩესტერ იუნაიტედი” და "პარი სენ ჟერმენი”.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს "იუვენტუსმა” ლევერკუზენის "ბაიერს”, ვიდალის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

წყარო: La Stampa

ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: