ტურინის "იუვენტუსი" აგრძელებს დაკვირვებას, ლონდონის "არსენალის" შემტევზე, ტეო უოლკოტზე.
შეგახსენებთ, რომ უოლკოტს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. თუ მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ ლონდონელები მას სავარუდოდ გაყიდიან.
"ბებერი ქალბატონი" ცდილობს ფეხბურთელის გადაბირებას, მაგრამ ამავდროულად მათ კონკურენცია უნდა გაუწიონ "ჩელსის" და "ლივერპულს" უოლკოტისთვის ბრძოლაში.