7:46 PM “იუვენტუსი” პიშჩეკს აკვირდება | |
![]() იტალიური გრანდი ამ ზაფხულს პოლონელის შეძენას გეგმავს. პრესა წერს იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის” ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება დორტმუნდის "ბორუსიას” მცველს ლუკაშ პიშჩეკს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში შტეფან ლიხტშტაინერი "ბებერ ქალბატონს” დატოვებს, რადგან მისი შეძენით "პარი სენ ჟერმენი” და "რეალი” აქტიურად ინტერესდებიან, პიშჩეკს კი, "ბიანკონერი” შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემცვლელად მიიჩნევს. არსებული ინფორმაციით, "იუვენტუსი” მზადაა 27-წლის პოლონელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მას "ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლის ზაფხულამდე აკავშირებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |