9:26 PM
"იუვენტუსი" მზადაა ლისანდროს სანაცვლოდ 5 მლნ ევრო გადაიხადოს



"იუვენტუსმა" "ლიონთან" თავდამსხმელის ლისანდრო ლოპესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი სტადია წამოიწყო, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა "ლიონი" ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 8 მილიონს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ კლუბმა ლისანდრო ლოპესი "იუვენტუსში" არენდის წესით არ გაუშვა.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა "ლიონის" მაისური საფრანგეთის ლიგა 1-ის 15 შეხვედრაში მოირგო და 6 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 250 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: