იტალიის ჩემპიონი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელის გადაბირებით გეგმავენ.
როგორც Football Italia იტყობინება,"იუვენტუსი" მზად არის ფერნანდო ლიორენტეს სანაცვლოდ "ბილბაოს" 7 მილიონი ევრო გადაუხადოს.იტყობინებიან,რომ ცოტა ხნის წინ "ბებერი ქალბატონი" ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის 4 მილიონ ევროს ამზადებდა,თუმცა ახლა ეს თანხა გაზარდა.
შეგახსენებთ,რომ ლიორენტეს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.ახალი კონტრაქტის გაფორმებას კი ფორვარდი არ აპირებს,რის გამოც მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა.
თუ ლიორენტე "ატლეტიკთან" ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს,მაშინ სავსებით შესაძლებელია კლუბმა იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს,რადგან ზაფხულში შეიძლება ფერნანდომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.