ფორვარდმა ტურინულ გრანდთან ძალიან მალე შესაძლოა კონტრაქტი გააფორმოს.
მოგეხსენებათ, 27-წლის ფეხბურთელს "ატლეტიკთან" კონტრაქტი 2013-წლის ივნისში ეწურება, რაც კლუბებს საშუალებას აძლევს ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართონ, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლოს იგი თავისუფალი აგენტი ხდება.
ლიორენტეს გადაბირების მთავარი ფავორიტი კი ტურინის "იუვენტუსია", რომელიც მისი ყიდვით საკმაო ხანია, რაც დაინტერესებულია.
"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ მომავალზე და ვაკვირდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც თავისუფალი აგენტები ხდებიან, სწორედ ამ ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება ფერნანდო ლიორენტე. ჩვენი მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუკტიულად მიმდინარეობს",-განაცხადა "ბებერი ქალბატონის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ.
გარდა ამისა, მაროტამ არტურო ვიდალის შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა, რომლის გადაბირებითაც სერიოზულადაა დაინტერესებული მიუნხენის "ბაიერნი".
"გასაკვირი არაა, რომ "ბაიერნს" ვიდალი სჭირდება, თუმცა ჩვენ არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ მოგვსვლია. ყოველ შემთხვევაში, მის გაყიდვას არანაირ შემთხვევაში არ ვაპირებთ",-დაასრულა "იუვეს" გენდირმა.