7:05 AM “იუვენტუსი” კოლაროვის ტრანსფერს ამზადებს | |
![]() კარლოს ტევესის შეძენის შემდეგ, ტურინელები "მანჩესტერ სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. გუშინ, "იუვენტუსისა” და "მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებმა არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის ტრანსფერის პირობები შეათანხმეს, ახლა კი, ტურინელებმა მის სერბ თანაგუნდელ ალექსანდარ კოლაროვსაც დაუმიზნეს, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. "ლაციოს” ექს-ფეხბურთელი "ცისფრებმა” 2010-წელს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს, თუმცა ინგლისის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მცველი მხოლოდ 11 შეხვედრაში გავიდა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში, და მანჩესტერელები, Goal.com-ის ინფორმაციით, წინააღმდეგნი არ არიან ფეხბურთელი იმაზე ნაკლებ თანხად გაყიდონ, ვიდრე შეიძინეს, რათა გუნდის სახელფასო ბიუჯეტი შეამცირონ. საეჭვოა, "იუვენტუსი” შეძლებს თუ არა კოლაროვს კვირაში ის 105 ათასი ევრო გადაუხადოს, რამდენსაც სერბი "ეტიჰად სტედიუმზე” გამოიმუშავებს, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ალექსანდარმა განაცხადა, რომ მზადაა რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო ხელფასის დაკლებას დათანხმდეს. ვარაუდობენ, რომ, თუ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ, მაშინ მთლიანობაში ტევესისა და კოლაროვის გადაბირება იტალიის ჩემპიონს 23,5 მილიონი ევრო დაუჯდება. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |