11:25 AM “იუვენტუსი” იოვეტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის | |
![]() იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურინის "იუვენტუსი” მზადაა, "ფიორენტინას” იოვეტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. სხვათა შორის, "ბებერი ქალბატონი” მხოლოდ ამ თანხაზე გაჩერებას არ აპირებს და "იებისთვის” ამ სამეულიდან: მანოლო ჯაბადინი, მარონე ან მაურისიო ისლა- ერთ-ერთის გადაბარება აქვს გადაწყვეტილი. მონტენეგროელი სპორტსმენის აგენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტევანს სერია ა-ში დარჩენა უნდა, ამიტომ ლონდონის "არსენალისგან” შემოთავაზებული 28 მილიონი ევრო ტურინელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. თუმცა "ფიორენტინას” ხელმძღვანელობას, თავის მხრივ, იტალიური გუნდის საკუთარი ფეხბურთელით გაძლიერება არ უნდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, იოვეტიჩი "იუვეში” არ გაუშვას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |