10:53 PM
"იუვენტუსი" იმობილეს გადაბირებით დაინტერესდა



იტალიის მოქმედ ჩემპიონს ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სურს.

Goal.com წერს იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარი ყურადღება ჩირო იმობილეზე მას შემდეგ გადაიტანა, რაც იტალიურ გრანდში "ლიონის" თავდამსხმელის ლისანდრო ლოპესის ტრანსფერი ჩაიშალა.

ამჟამად, "იუვენტუსი" და "ჯენოა" მოლაპარაკებებს 22-წლის არენდასთან დაკავშირებით მართავს, მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გამოსყიდვის უფლებით. მოგეხსენებათ, ანტონიო კონტეს ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერება თავდამსხმელით სურს.

თავის მხრივ, გენუელები მზად არიან იმობილე ტურინში იმ შემთხვევაში გაუშვან, თუ "იუვენტუსი" ამ ტრანსფერში ტრიოს პადოინს, მარონესა და ბელტრამეს ჩართავს. თუმცა, "ბიანკონერის" ამ ფეხბურთელებიდან არცერთის გაშვებას არ აპირებს.
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: