9:42 PM “იუვენტუსი” “ემიუს” ვან პერსის შეძენაში დაეხმარა | |
![]() ცნობილი გახდა გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერის საინტერესო დეტალები. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ტურინის "იუვენტუსის” კეთილმა ნებამ მისცა საშუალება "მანჩესტერ იუნაიტედს” გასულ ზაფხულს თავდამსხმელის რობინ ვან პერსი ხელში ჩაეგდო, რომლის გოლებიც "წითელ ეშმაკუნებს” ინგლისის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარა. ოფიციალური ინფორმაციით, "არსენალის” ექს-ფეხბურთელმა ტურინში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა და "იუვენტუსთან” პირადი კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა, თუმცა "ბებერ ქალბატონს” ბოლო მომენტში გაუჩნდა პრობლემები ფეხბურთელის ტრანსფერის განსახორციელებლად 30 მილიონი ევროს შოვნასთან დაკავშირებით. როდესაც ვან პერსის აგენტს "მანჩესტერ იუნაიტედი” დაუკავშირდა, რობინმა "იუვენტუსს” წინასწარი ხელშეკრულების გაწყვეტა სთხოვა, რაც იტალიურმა კლუბმა გააკეთა კიდეც. ამ გარიგების ცალმხრივ გაწყვეტას, შესაძლოა ფორვარდისათვის გარკვეული პრობლემები შეექმნა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |