12:24 PM
"იუვენტუსი" : დროგბა ზამთარში, ლიორენტე ზაფხულში?





La Gazzetta dello Sport დარწმუნებულია იმაში, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას ტურინის "იუვენტუსი" დროგბას გადმობირებას ეცდება, ხოლო ფერნანდო ლიორენტეს საკითხი ზაფხულში დადგება, როცა ესპანელს "ატლეტიკთან" კონტრაქტით განსაზღვრული ვადა ამოეწურება.

ზემოთხსენებული გამოცემის თანახმად, დროგბას ჩინურ გუნდს ცუდი ფინანსური სიტუაცია აქვს, რაც სულაც არ მოსწონს "ჩელსის" ყოფილ ფორვარდს და კვლავ ევროპაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. "იუვე" მისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს სეზონის დასრულებამდე, თუმცა დიდიეს 2015 წლის ზაფხულამდე სურს კონტრაქტის გაფორმება. თუკი იტალიური კლუბი და ფეხბურთელი ვერ შეთანხმდებიან, კოტდიუვარელი ფეხბურთელი "ჩელსიში" დაბრუნდება, სადაც ითამაშებს და ივარჯიშებს, სანამ აფრიკის ერთა თასზე არ გაემგზავრება.

რაც შეეხება ლიორენტეს, "ბებერი ქალბატონი" მზადაა, ესპანელს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და თითო სეზონში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით. თუ შეთანხმება შედგა, ტურინელები ფორვარდს უფასოდ ჩაიგდებენ ხელში, რადგან ეს უკანასკნელი ამ ზაფხულში უკვე თავისუფალი აგენტი ხდება.
 
ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: