9:16 PM “იუვენტუსი” დაჯარიმდა | |
![]() ტურინის "იუვენტუსმა” კვირის ბოლოს "მილანი” უმცირესი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, არტურო ვიდალის განუმეორებელი პენალტით. იტალიური გრანდი იტალიის ფედერაციისგან ფულადი ჯარიმით დაჯარიმდა. ტურინელებს 30 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. "იუვენტუს სტედიუმზე” იგივე "ილ ნუოვო სტადიო იუვენტუსზე” ან "იუვენტუს არენაზე” რასისტული შეძახილები ისმოდა "მილანის” ფეხბურთელების მიმართ. ტურინელებმა მატჩის წინ განაცხადეს, რომ ფანებისგან ყველაზე დიდი საჩუქარი ერთმანეთისადმი პატივისცემა იქნებოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა პრინც ბოატენგის მიმართ არ დაიშურეს რასისტული გამონათქვამები, შესაბამისად გუნდი დაჯარიმებული იქნა. პრინც ბოატენგის მიმართ ეს არაა პირველი შემთხვევა, სადაც რასისტები თავს იჩენენ. "პრო პარტიას” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში "პრო პარტიას” ფანებმა პრინც ბოატენგის მიმართ რასისტული გამონათქვამები არ დაიშურეს. ანტონიო კონტემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:"თუ სულ ასე დაგვაჯარიმებენ უსამართლობაა… უნდა გამოიძიონ ვინ იძახის და ის სტადიონზე აღარ უნდა შეუშვან! იქნებ ვინმე მტერია და "იუვენტუსის” ცუდი სურს? ვერ გამიგია ასეთი სტრატეგია… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |