იტალიური კლუბები ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელის გადაბირებით დაინტერესდნენ.
სერია ა-ს ეს ორი კლუბი მზადაა "ლიონს" არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ლისანდროს ამჟანმინდელ კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევრის შემდეგ ეწურება და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა თავდამსხმელის ამ თანხად გაყიდვას დათანხმდეს.
ამ ბრძოლაში ფავორიტად "იუვენტუსი" ითვლება, რადგან "ფიორენტინამ" რამოდენიმე დღის წინ ჯუზეპე როსი უკვე გაიფორმა, იტალიის ჩემპიონები კი დიდი ხანია, რაც ფორვარდის ძიებაში არიან. ფერნანდო ლიორენტე ტურინში ზაფხულამდე არ გადავა, ხოლო, რაც შეეხება ლოპესს, "ბებერი ქალბატონი" დარწმუნებულია, რომ ეს ფეხბურთელი კლუბში უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაბარგდება და ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარება.