11:51 AM
"იუვენტუსი": 25 მილიონი ლევანდოვსკის სანაცვლოდ



დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელი ტურინის "იუვენტუსის" ინტერესების სფეროში მოექცა. როგორც Goal.com იუწყება, იტალიელები ყველაფერს გააკეთებენ სეზონის ბოლოს, რათა რობერტ ლევანდოვსკი გადმოიბირონ.

პოლონელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტით განსაზღვრული ვადა 2014 წელს ეწურება და სრულიად შესაძლებელია, რომ "ბორუსიამ" მომავალ ზაფხულს შეეცადოს მისი გაყიდვა, რათა ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით არ მოუწიოს მოთამაშის გაშვება. ამჟამად დორტმუნდელები 35 მილიონ ევროს ითხოვენ ლევანდოსვკის სანაცვლოდ, თუმცა ტურინში იმედი აქვთ, რომ ეს თანხა 10 მილიონით შემცირდება.

აქვე გეტყვით, რომ რობერტ ლევანდოვსკით მხოლოდ "იუვენტუსი" არაა დაინტერესებული. პოლონელის ხილვა შემადგენლობაში "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: