2:20 PM
“იუვენტუსი”: №1 მიზანი – იგუაინი



ტურინული კლუბი "რეალის” არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელებას კიდევ ერთხელ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი” დელეგაციას ამზადებს, რომლის მიზანიც ესპანეთის დედაქალაქში გონსალო იგუაინის თაობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა იქნება. "ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლები "თეთრების” ხელმძღვანელობასთან შესახვედრად უკვე დღეს გაემგზავრებიან.

"იუვენტუსის” დელეგაციაში შედიან კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა.

შეგახსენებთ, რომ გარდა "იუვესი”, იგუაინის შეძენით ლონდონის "არსენალიც” ინტერესდება. მიუხედავად ამისა, "ბლანკოსის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ჯერჯერობით გონსალოს ტრანსფერთან დაკავშირებით "რეალს” არცერთი კლუბი არ დაკავშირებია.

წყარო: Sky Sport Italia

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: